06 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
შეთანხმება "გაზპრომთან" - საია ენერგეტიკის სამინისტროდან დოკუმენტებს ოფიციალურად გამოითხოვს

გაზპრომთან გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით დღეს ენერგეტიკის სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს უწყებამ ძველი ხელშეკრულების ასლიც გასცეს და ის დოკუმენტაციაც მიაწოდოს, რომლის საფუძველზეც გადაწყდა, რომ ხელშეკრულება გასაიდუმლოებული უნდა იყოს.

„მოვითხოვთ რომ გასცეს შემდეგი ინფორმაცია: პირველი, ეს ეხება გაზპრომთან მიმდინარე წელს გასაფორმებელ დოკუმენტს, ასევე ის ხელშეკრულება, რომელიც უკვე ამოიწურა და ასევე ჩვენი მოთხოვნა  შეეხება ყველა ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ მხარეს შორის. ჩვენ ვითხოვთ, ასევე რომ თუ  კი ინფორმაცია მიჩნეულია საიდუმლოდ, ამ საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ საიდუმლოების დამადასტურებელი დოკუმენტების შემდეგ გადავწყვეტთ ჩვენ ვიდავოთ თუ არ ვიდავოთ სასამართლო წესით,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

დღის ამბები