06 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
„ივანიშვილი თმობს უკანასკნელ ბასტიონს“ - შალვა ნათელაშვილი გაზპრომთან მოლაპარაკებებს აფასებს

არასაპარლამენტო ოპოზიცია გაზპრომთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას მიუღებლად მიიჩნევს. პარტიები ხელისუფლებას და კერძოდ, ენერგეტიკის სამინისტროს აკრიტიკებენ, რადგან, მათი თქმით, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბერკეტის გარეშე ტოვებენ.

„დღეისათვის ბიძინა ივანიშვილი თმობს უკანასკნელ ბასტიონს. 225 კილომეტრიან მონაკვეთს მაგისტრალური გაზსადენისა, რის შემდეგაც საქართველოს აღარ დარჩება არანაირი ზემოქმედების ბერკეტი ოკუპანტ სახელმწიფოზე და ამას ემატება ეკონომიკური ზარალი, გაზის შესაძლო მაქსიმალური გაძვირება ჩვენთვის და მაქსიმალური გაიაფება სომხეთის მოქალაქეებისთვის,“ - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

ოპოზიციურ პარტიებში ასევე აცხადებენ, რომ ამ ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობამ „თავი დახარა რუსეთის ხელისუფლების წინაშე“ და ქვეყანამ პოლიტიკური ფასი გადაიხადა გაზპრომთან ურთიერთობისთვის.

ავტორი: ნათია გოგსაძე.

დღის ამბები