06 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
დეტექტივ-გამომძიებელმა ქრთამის აღება აღიარა

იმერეთის კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსთან გიორგი კაჭარავასთან ერთად დაკავებულმა დეტექტივ-გამომძიებელმა ზურაბ ჭელიძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მან თავი დამნაშავედ ქრთამის აღებაში ცნო, რასაც მას გამოძიება ედავება. აქამდე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა.

გიორგი კაჭარავა და ზურაბ ჭელიძე 2016 წლის სექტემბერში დააკავეს. კაჭარავას ბრალად ქრთამის აღება, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა და ასევე იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ედება. ჭელიძეს კი გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.

დღის ამბები