დაზარალებული მეანაბრეების საინიციატივო ჯგუფის წევრების და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება.
საუბარია დაზარალებულების მოთხოვნაზე, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის საფინანსო კომპანია საქართველოს საქმიანობას.
შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკითხს ფრაქციის დონეზე შეისწავლიან. ამ ეტაპზე დაზარებულებმა აქცია შეწყვიტეს. თუმცა, მათი განცხადებით, იმოქმედებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეასრულებს ფრაქცია მათ დაპირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მეანაბრეები პროტესტის უკიდურეს ფორმას არ გამორიცხავენ.