06 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
"არა გაზპრომს" - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

არა გაზპრომს - ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან.  აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიის წინ, ინსტალაცია NO TO GAZPROM გაანათეს.

დღეს აქციის მონაწილეთა რიგებში იყვნენ ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრებიც. აქციას გამაფრთხილებელი ხასიათი ქონდა. 

„ეს არის პერფორმანსი, რომელიც გამაფრთხილებლად მივუძღვენით გაზპრომის საკითხს. შარშან ჩვენ რაღაცნაირად შევაკავეთ ხელისუფლება, რომ ეს ბრიყვული ნაბიჯი არ გადაედგა. წელსაც იგივეს შევეცდებით. პროცესიც ხომ ძალიან გაუმჭვირვალედ მიდის. არ ვიცით არაფერი, რა ფასს გვიხდიან, რა ფასი უნდა გადავუხადოთ შემდეგ. ყველაფერი გაასაიდუმლოეს. ეს კიდევ მეორე პრობლემაა,“ - განაცხადა ჟურნალ ტაბულას მთავარმა რედაქტორმა  თამარ ჩერგოლეიშვილმა.

შეფასება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა გიგა ბოკერიამაც.

„დოკუმენტიც კი არ გვანახეს, ანუ გასაიდუმლოებულია დეტალები და ამას კომერციულ საიდუმლოს უძახიან. ეს არის სრული აბსურდი. ჩვენი მონაცემებით, პირდაპირი გაგებითაც კი, კომერციული თვალსაზრისით, საქართველო აგებს უკვე სერიოზულად. მაგრამ, ეს ასე რომც არ იყოს, თვიონ იმ მექანიზმის მოშლა, როდესაც ჩვენ პირდაპირ ვიღებდით გაზს და დამოკიდებულების გაჩენა, დამატებითი გაზის შესყიდვაზე გაზპრომისგან, პუტინისგან, როგორი ფასიც არ უნდა ქონდეს მას დღეს, არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ მაქსიმალური პოლიტიკური ფასი უნდა დავუჯინოთ ეს ივანიშვილის და მის გუნდს,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ღონისძიების ორგანიზატორია პლატფორმა დაიცავი თავისუფლება. მათი შეფასებით, გაუგებარია, რატომ ზრდის ხელისუფლება ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე და რატომ აყენებს ქვეყანას წამგებიან მდგომარეობაში.

 

დღის ამბები