06 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
შეწყვეტილი თანამშრომლობა - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას რამდენიმე საავადმყოფო გამოაკლდება

მთავრობა კონტრაქტს ყველა იმ დაწესებულებასთან წყვეტს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებს ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო მიზეზად კიდევ ერთ ფაქტორის, პაციენტების მომსახურებისთვის სახელმწიფოდან მიღებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ასახელებს.

კლინიკების ნაწილი დაზღვევის ფულს არა მკურნალობაში, არამედ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. უკვე ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაახლოებით 10 საავადმყოფო გამოაკლდება.

ხარისხიანი მომსახურების აუცილებლობაზე საუბრობენ წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებიც. მათ საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა მიაწოდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და რეფორმების ე.წ. პირველი ტალღა უკვე დასრულდა. მეორე ეტაპი თებერვლიდან, ეტაპობრივად განხორციელდება. არ არის გამორიცხული იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც ამ პროგრამის მიხედვით დაზღვეულ პაციენტს ვეღარ მიიღებენ, უახლოეს მომავალში გაიზარდოს.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

დღის ამბები