06 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
600 მეანაბრის ვალი - MFXBrokerGeorgia-ს საქმეზე შესაძლოა გამოძიება დაიწყოს

MFXBrokerGeorgia-ს მეანაბრეებმა შ.პ.ს-ს წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე შეიტანეს. დაზარალებულები გაკოტრებული კომპანიის ოფისთან უკვე ორი დღეა მორიგეობენ.

კიდევ ერთი საფინანსო კომპანიის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს. მეანაბრეები MFXBrokerGeorgia-ს ანგარიშების დაყადაღებას ითხოვენ. თუმცა, უშველის თუ არა ეს პროცედურა დაზარალებულებს, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელმა საქართველო უკვე დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე მოკვლევა დაწყებულია დაზარალებულთა ნაწილი კი გამოკითხული. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინიტროს კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება ჯერ არ დაუწყია.

MFXBrokerGeorgia უკვე, მეორე კომპანიაა, რომლის მეანაბრეებსაც პრობლემები შეექმნათ. კანონმდებლობა მათ საქმიანობას არ არეგულირებს.

ექპერტების აზრით, სახელმწიფომ მსგავსი კომპანიების საქმინობისა და ხალხის მოტყუების პრევენციის მიზნით ზომები უნდა მიიღოს.

„ზოგადად პირამიდა-ბიზნესი საქართველოში უნდა იყოს კრიმინალიზებული, სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისაჯოს ის ადამიანი, რომელიც მსგავსი ტიპის ბიზნეს საქმიანობას აწარმოებს, რაც იქნება ერთგვარი პრევენცია, რომ მომავალში მსგავსმა კომპანიებმა არ დააზარალონ ადამიანები,“ - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

დღის ამბები