06 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ბერლინი მაღალი მოდის კვირეულს მასპინძლობს - ჩვენებების პარალელურად საპროტესტო აქცია-პერფომანსიც გაიმართა

ბერლინი მაღალი მოდის კვირეულს მასპინძლობს. უახლეს კოლექციებს და ტენდენციებს გერმანული ბრენდების პარალელურად ცნობილი დიზაინერები წარმოადგენენ. 

Mercedes-Benz Fashion Week-ის ერთერთი გამხსნელი შოუ გერმანულმა ბრენდმა მარკ კეინმა მოაწყო.

ჩვენებების პარალელურად, ბერლინის მოდის კვირეულის ფარგლებში საპროტესტო აქცია პერფომანსიც გაიმართა. ბეწვის და ნატურალური ტყავის გამოყენების წინააღმდეგ მცირე გამოსვლა ქალაქის ცენტრში მოეწყო.

Mercedes-Benz Fashion Week ბერლინში 20 იანვრამდე გაგრძელდება.

ავტორი: სალომე ბენაშვილი 

დღის ამბები