01 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
ილია II დღეს კიდევ რამდენიმე ასეულ ბავშვს მონათლავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამ წუთებში სამების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს. წყლის კურთხევასთან ერთად დღესვე პატრიარქი კიდევ რამდენიმე ასეული ბავშვის ნათლია გახდება.

ეს არის დღე, როდესაც მაცხოვარი მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემლის მიერ იქნა მონათლული. აქედან დაედო დასაბამი ყველა ქრისტიანის ნათლობას. 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.

დღის ამბები