Lexus-მა ახალი ფუფუნების საგანი - იახტა გამოუშვა, ამის შესახებ CNN წერს. Lexus-ის ახალი იახტა Toyota-ს საზღვაო დეპარტამენტის პროდუქტია.
სპორტული იახტა არა მხოლოდ ძრავის სიძლიერით, არამედ ულამაზესი დიზაინით გამოირჩევა.
მისი სიგრძე თითქმის 13 მეტრია. იახტა 8 ადამიანისთვის არის განკუთვნილი და საათში 49 მილის სიჩქარე ავითარებს, რაც 80 კმ/სთ-ს უტოლდება.
ეგზოტიკურ იახტას დასაძინებელი ადგილი არ აქვს, თუმცა მასზე შხაპის მიღება და კერძების მომზადება თავისუფლად შეიძება, იგი ღუმელითა და მაცივრით არის აღჭურვილი.