06 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
ლეიბორისტების ცნობით, ნარმანიას უწყება С ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების გამოკვლევებს აღარ აფინანსებს

ლეიბორისტული პარტია დავით ნარმანიას აკრიტიკებს. პარტიის წევრების ინფორმაციით, ნარმანიას უწყება С ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების გამოკვლევებს აღარ აფინანსებს. ლეიბორისტული პარტიის წევრები დავით ნარმანიას მიმართავენ და მოითხოვენ, რომ დაფინანსების შეწყვეტის მიზეზები განმარტოს.

„იძულებული არიან ეს ადამიანები საერთოდ შეწყვიტონ ამ პროგრამაში მონაწილეობა, ვინაიდან სახსრები არ აქვ, ამიტომ მივმართავ ნარმანიასა და მის ამფსონებს ივანიშვილის სახით, რატომ შეწყვიტა დაფინანსება ამ ავადმყოფი ადამიანების და რატომ შეუწყვიტა ვაუჩერები თბილისის მოსახლეობას. პასუხი უნდა აგოს აუცილებლად თავისი მოქმედებისთვის, რაც თბილისის მოსახლეობას,“ - აცხადებს ლეილა გაფრინდაშვილი.

დღის ამბები