06 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში რიგით 47-ე საყოველთაო ნათლობა იმართება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, სინოდის წევრებთან ერთად, დღეს, სამების ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა. წყლის კურთხევასთან ერთად, დღესვე პატრიარქი კიდევ რამდენიმე ასეული ბავშვის ნათლია გახდება.

დღეს სამებაში ბავშვების 47-ე ნათლობა იმართება. ნათლისღების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში 780 ბავშვია რეგისტრირებული, რომელიც პატრიარქის ნათლული უნდა გახდეს.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, იმიტომ, რომ ნათლისღების დღესასწაული დაემთხვა დღევანდელ დღეს. ამიტომ, ჩვენ 2 თვეში ერთხელ ვატარებთ ამ ნათლობის მსახურებას,“ - განაცხადა სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, შალვა კეკელიამ.

2008 წლის 19 იანვარს გაიმართა პირველი საყოველთაო ნათლობა. საქართველოს პატრიარქი დღეს გეგმავს სამების საკათედრო ტაძარში მისვლას და ნათლულების დალოცვას.  

დღის ამბები