06 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
Petite Ceremonie - ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრანგი ქორეოგრაფის სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადებიან

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი პრემიერისთვის ემზადება. მოცეკვავეები თანამედროვე ფრანგი ქორეოგრაფის მედჰი ვალერსკის ბალეტს Petite Ceremonie შეასრულებენ. რეპეტიციებს სპექტაკლის ავტორიც დაესწრო და დასის წევრებს რჩევებიც მისცა. 

თანამედროვე ფრანგი ქორეოგრაფი მედჰი ვალერსკი მისი სპექტაკლის დასადგმელად ქართულ დასთან სამუშაოდ საქართველოში პირველად ჩამოვიდა.

Petite Ceremonie მედჰი ვალერსკიმ 2011 წელს დადგა და მისი საპრემიერო ჩვენება ქალაქ ვანკუვერში შედგა. პრემიერის გარდა, თბილისის თეატრის სცენაზე მაყურებელი თანამედროვე ქორეოგრაფიის სხვა დადგმებსაც ნახავს. 

თანამედროვე ქორეოგრაფიული საღამო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 4 და 5 თებერვალს შედგება. მედჰი ვალერსკის ერთმოქმედებიანი სპექტაკლი კი პრემიერის შემდეგ, საბალეტო დასის მუდმივი რეპერტუარის ნაწილი გახდება.

ავტორი: ანუკა ელიზბარაშვილი 

დღის ამბები