4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ახალციხიდან 11 კილომეტრში, ბიძგები რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა, მიწისძვრამ დროისთვის არსებული მონაცემებით ნგრევა არ გამოუწვევია.
სპეციალისტების განმარტებით მიწისძვრის ეპიცენტრში შესაძლოა მცირე სიმძლავრის ბიძგები განმეორდეს, თუმცა ეს მოსახლეობისთვის საშიში არ იქნება.