06 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში-ე.წ. მოსმენების გასაღების ფლობაზე მხარეებს შორის კვლავ უთანხმოებაა

ე.წ. მოსმენებს გასაღები შესაძლოა ისევ სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურში დარჩეს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან კონტროლის მექანიზმი გაიზარდოს. მმართველი გუნდი გეგმავს, ჩამოაყალიბოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ექნება წვდომა თვალთვალის და მიყურადების მექანიზმზე. მის ხელმძღვანელს კი პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ამის შესახებ დღეს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მმართველი გუნდის შემოთავაზებული ვარიანტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც დღეს სხდომაზე საკუთარი ვარიანტი წარადგინეს, მიუღებელია.

მესამე სექტორი დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას და პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის უფლებების გაზრდას ითხოვს. საპარლამენტო ოპოზიცია დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის მომხრეა. 

სამუშაო ჯგუფში მომდევნო შეხვედრაზე საკუთარი წინადადების წარდგენას გეგმავენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრიც.

ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებები საკანონმდებლო ორგანომ 31 მარტამდე უნდა შეიტანოს.

ავტორი: ნატა მახვილაძე.

დღის ამბები