საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს.
ინტენსიური თოვის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
”ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისის სამსახურები და ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,” - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.