06 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
გორში ინგლისური ენის ცენტრი და კლუბი გაიხსნა

გორში ინგლისური ენის ცენტრი და კლუბი გაიხსნა, სადაც მოსწავლეებს ენის შესწავლა უფასოდ შეეძლებათ. ინგლისური ენის ცენტში, ასევე, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკაც.

კლუბში გაიმართება ტრენინგები და სემინარები პედაგოგებისთვის. მოსწავლეები კი კონკურსებში ჩაერთვებიან. პროექტი ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით განხორციელდა.

„ძალიან მოხარული ვარ გორში, ქვეყნის ცენტში, ყოფნით. ამჟამად საქართველოს და დიდ ბრიტანეთს თბილი და მრავალფეროვანი ორმხრივი ურთიერთობები აქვს. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირია ინგლისური ენა,“ - აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაქენზი სმიტი. 

დღის ამბები