თბილისის მერიის წინ აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მერიას ქაოტური მშენებლობის აღკვეთის მიზნით მიმართავენ. თუმცა, შეკრებილები აღნიშნავენ, რომ მთავრობა მათ მოთხოვნებს არაეფექტურად პასუხობს.
ვარკეთილი მოსახლეობა კორპუსების მიჯრით ჩადგმას და ხეების ჩეხვას აპროტესტებს.
სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები თავიანთ უბანში ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, თუმცა მერიიდან არ შეხმიანებიან, რის გამოც თბილისის მერიასთან მართავენ დღეს აქციას. შეკრებილები აქციის ერთ-ერთ მიზეზად საცხოვრებელი პირობების გაუარესებას ასახელებენ.