06 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
საპატრიარქოს ოქროყანაში 1545 მ2 მიწა 1 ლარად გადაეცა

საპატრიარქოს ოქროყანაში მდებარე 1545 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი 1 ლარად გადაეცა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.    

მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, კარლო ლაფერაძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე საპატრიარქომ ეკლესია უნდა ააშენოს, ხოლო ეკლესიის აშენების საკითხი განიხილა და მოიწონა რელიგიის საკითხთა სააგენტომ.

დღის ამბები