06 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ჭიათურა-სკინდორის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 6-კილომეტრიან გზაზე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

ჭიათურა-სკინდორის გზის რეაბილიტაციის პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად დაათვალიერა.

გზის მაქსიმალური სიგანე 5 მეტრია. გზა, რომელიც სოფელ სკინდორსა და სხვა მაღალმთიან სოფლებს ერთმანეთთან და ჭიათურასთან დააკავშირებს, ასფალტ-ბეტონის საფარით დაიფარება.

პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარს აღწევს და სამუშაოებზე 10 ადამიანია დასაქმებული. გზის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

დღის ამბები