06 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმს შემოწმებას განაგრძობს

სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმს შემოწმებას განაგრძობს. სახელმწიფო კონტროლის მიზანი „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენაა.

დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, დაუშვებელია რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.

სააგენტოს სპეციალისტები ბიზნესოპერატორების დოკუმენტურ შემოწმებას და მონიტორინგს ახორციელებენ. რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით, სააგენტომ 2016 წელს 2498 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება ჩაატარა.

ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო 63 ბიზნეოპერატორი დაჯარიმდა.

მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის ნაწარმის 250 ნიმუში. აქედან 3 შემთხვევაში გამოვლინდა მცენარეული ცხიმის შემცვლელობა, ხოლო 14 ნიმუშში დაფიქსირდა ეტიკეტზე მითითებული ცხიმიანობის პროცენტის შეუსაბამობა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა, რეგლამენტის მიხედვით, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.

დღის ამბები