06 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ქუთაისში პროექტის ფარგლებში დარგული მარადმწვანე მცენარეების 90% გამხმარია

თავისუფალი საქართველოს ქუთაისის ორგანიზაცია ქალაქში ტენდერის შედეგად არასათანადოდ ჩატარებული სამუშაოების შესწავლას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს. საუბარია ნიკეას ქუჩის რეაბილიტაციაზე, რომელიც კერძო კომპანიამ განახორციელა.

გოგი წულაიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში დარგული მარადმწვანე მცენარეების 90% გამხმარია. მერიის პრესსამსახურში კი განმარტავენ, რომ პროექტი მუნიციპალიტეტს ჯერჯერობით არ ჩაუბარებია.

კონტრაქტორი კომპანიის, საქმილსადენმშენის ხელმძღვანელის განაცხადებით, მცენარეები გაზაფხულზე გაიღვიძებენ.

დღის ამბები