06 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
პარლამენტში დღეს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

პარლამენტში დღეს მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა დახურული იყო. შეხვედრის მონაწილეები იმ ძირითად საკითხებზე შეთანხმდნენ, რომლებზეც შემდგომ სხდომებზე დეტალურად იმსჯელებენ.

საუბარია სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის წესსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის წინადადებაზე. არხში დასაქმებული ადამიანები ბორდისა და დირექტორის უფლებამოსილებების გამიჯვნას ითხოვენ.

„მთავრი ამოცანა არის, რომ მკაფიოდ განისაზღვროს მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის, რომ ის გამოხატავდეს ძირითად არსს, რაც კანონით არის დადგენილი, რათა მას ხელი არ შეეშალოს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და პირუთვნელად ემსახუროს საზოგადოებრივ ინტერესებს,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ირინა ფუტკარაძე, აღნიშნავს, რომ ბორდის და დირექტორის ფუნქციები გამიჯნული უნდა იყოს, რაზეც სამეურვეო საბჭოში სამუშაოები დაწყებულია.

შეხვედრას თანამშრომლები და დეპუტატები ესწრებოდნენ, ხოლო სამომავლოდ პროცესში ექსპერტების ჩართვაც იგეგმება. 

დღის ამბები