06 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ზუგდიდის რაიონის სოფლებში სამი დღის განმავლობაში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ზუგდიდის რაიონის სოფლებში სამი დღის განმავლობაში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. ზედა ეწერში, კახათსა და ჩხორიაში სხვადასხვა მიმართულების ექიმები თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობასთან ერთად ჩავიდნენ.

11 პროფილის მედიკოსი სამეგრელოს რაიონში სანდრა რულოვსის ფონდის დაფინანსებით იმყოფება. პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ საჭირო მედიკამენტები.

ცერებრალური დამბლის დიაგნოზის მქონე 3 ბავშვი კი პოლონეთსა და ავსტრიაში რეაბილიტაცია-მკურნალობისთვის გაემგზავრება.

დღის ამბები