პროკურატურა ლანჩხუთის აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე, ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ფინანსური საქმიანობით დაინტერესდა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ადგილობრივი აუდიტის სამსახურმა კულტურის ცენტრში რამდენიმე სახის სერიოზული დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის ერთ-ერთი კულტურის ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომლის მიერ გახსნილი პარალელური ანგარიშია, სადაც ის ცენტრისთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრების პირადი მოხმარების მიზნით რიცხავდა.
ეს თანხა 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე 15 ათასს ლარს შეადგენს. მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს კულტურის ცენტრის ადმინისტრაცია.
ლანჩხუთის კულტურის ცენტრი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.