06 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
2018 წლის მუსტანგი ყველაზე ძლიერი ძრავით - "ფორდი" ამერიკული მანქანის სიახლეებზე საუბრობს

კომპანია Ford ამერიკის ყველაზე ცნობილი მანქანის განახლებებზე საუბრობს. 2018 წლის მუსტანგს ყველაზე ძლიერი ძრავი და გადაცემათა 10 სიჩქარიანი კოლოფი ექნება, ამის შესახებ CNN წერს.

მუსტანგის ყველაზე შესამჩნევი ცვლილება მის ვიზუალში იქნება. დიზაინერებმა ამერიკული მანქანის ცხვირი კიდევ უფრო დაბლა დაწიეს, რაც მუსტანგის წინა ნაწილს კიდევ უფრო გრძელს ხდის.

ამასთან ერთად, მანქანის ფარები უფრო პატარა და ელეგანტური ფორმის იქნება. საერთო ჯამში, მუსტანგის წინხედი მას უფრო სპორტული მანქანის შესახედაობას აძლევს.

Ford-ის ახალ მოდელს სალონში ყველაფერი ციფრული ექნება, განიერი კომპიუტერული ეკრანითა და დამაკონფიგურირებელი გაჯეტებით.

2018 ford mustang

დღის ამბები