სამეგრელოში უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი სოკოს ინიციატივით, სოფელ კახათში 11 სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან ჩასული. სამედიცინო შემოწმების გავლის საშუალება 4 სოფლის მოსახლეობას აქვს. პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში ურიგდებათ მედიკამენტებიც. გარდა ამისა საქველმოქმედო ფონდი ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს შანს აძლევს მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი ევროპის ქვეყნებსა და ისრაელში გაიარონ.
„გასინჯავენ უფასოდ მოსახლეობას ვისაც არ აქვს საშუალება, რომ მივიდეს ექიმთან ან ვისაც წამლების ფული არ აქვს, ვცდილობთ დიაგნოსტიკაში დავეხმაროთ. მერე უკვე ვიცით რა სჭირს, დადგინდება სამედიცინო გეგმა წამლებსაც ვაძლევთ. მაქვს კავშირები ჰოლანდიასთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან სხვადასხვა ქვეყნებთან, ხანდახან არის შემთხვევაა საქველმოქმედო ფონდი სოკო არის სპონსორი გზის ან აფინანსებს მკურნალობის ნაწილს. მინდა გამოვიყენოო ეს კონტაქტები და საქართველოში დავაარსო ასეთი ცენტრი,“ -განაცხადა საქველმოქმედო ფონდ სოკოს დამფუძნებელმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა.