განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას უფროსი მასწავლებლის სტატუსის შემოღებაზე, სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა.
მასწავლებელთა ნაწილი ცვლილებებს მიესალმება, ხოლო ნაწილი თვლის, რომ ეს სქემა მოსწავლეების წინაშე პედაგოგების რეპუტაციას შელახავს.
განათლების საკითხთა მკვლევარის აზრით, ახალი სისტემა ბიუროკრატიულ პროცედურებს გაზრდის და პედაგოგთა პროფესიულ ზრდაზე არ იქნება ორიენტირებული.
„განთლების სამინისტროსთვის არა მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, რათა მათ უზრუნველყონ ხარისხიანი განათლება მოსწავლეებისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ფორმალური და ბიუროკრატიული პროცედურების შექმნა, რომელის მეშვეობითაც მოახდენენ მასწავლებლების საფეხურიდან საფეხურზე გადაყვანას. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებებით ორიენტირი ხდება მასწავლებლების შენარჩუნება მიუხედავად მათი დაბალი კვალიფიკაციისა და არა ისეთი სისტემების შექმნა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სისტემაში ახალი კადრების შემოსვლა,“ - აცხადებს განათლების საკითხების მკვლევარი, შალვა ტაბატაძე.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.