ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალის ურეკის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
ოპელის მარკის ავტომობილში მამა-შვილი ისხდნენ. თვითმხილველების თქმით მძღოლმა ავტომობილი ვერ დაიმორჩილა, რადგან ურეკში 5 წუთის განმავლობაში ძლიერი სეტყვა მოვიდა.
მამა-შვილი მსუბუქად დაშავდნენ, ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.