ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გზაზე ძაღლმა გადაურბინა, მამაკაცმა მისთვის გვერდის ავლა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო და შედეგად საჭე ვერ დაიმორჩილა. მერსედესს უკნიდან კიდევ ერთი მსუბუქი მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც ორივე ავტომობილი მდინარეში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად არვინ დაშავებულა.