06 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახი გორში - კაპანაძეები შემწეობის მოლოდინში არიან 

უკიდურეს სიღარიბეში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახი გორის რაიონის სოფელ კარბში- კაპანაძეების ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. სახლი ინგრევა, თუმცა სხვა თავშესაფრის არ ქონის გამო ოჯახი 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრებას მაინც აქ აგრძელებს.

ოჯახს თანხა საკვებისთვისაც არ ყოფნის. ოჯახის უფროსი, გიორგი კაპანაძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუშაობას ვერ ახერხებს. გიორგი კაპანაძის თქმით, გამგეობაში მისთვის პირობა აქამდეც მიუციათ, თუმცა მათ ამ დრომდე არავინ დახმარებია.

ადგილობრივი გამგეობა კაპანაძეებს დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, შენობის შეკეთება შეუძლებელია.

მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც მკაცრი ზამთრის გადატანას ძლივს ახერხებს, შემწეობის მოლოდინშია.

ავტორი: ვანო გავაშელი. 

დღის ამბები