ქობულეთში 12 დღის წინ დაკარგულ ჯემალ მორჩილაძეს ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი სანადიროდ გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაქრა.
თვითმხილველების ცნობით, 53 წლის მამაკაცი სანადირო ადგილებში რამდენიმე დღის წინ ნახეს, თუმცა სამაშველო სამსახური მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. სამძებრო სამუშაოები თითქმის ყველგან ჩატარდა. მაშველები გამოდარებას ელოდებიან, რათა ხვალ მდინარე ჩოლოქზე დაგუბებულ ადგილებში მყვინთავების დახმარებით, ძებნა გააგრძელონ.
ახლობლების თქმით, მამაკაცს თან ჰქონდა ყავისფერი ჩანთა და სანადირო თოფი.