06 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
მთავრობა განათლების სისტემაში ცვლილებებს 2 დღეში დაამტკიცებს

განათლების სისტემაში ცვლილებები მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე 2 დღეში უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოდ სქემის დამტკიცების შემთხვევაში, მაისში მასწავლებლები პირველ გამოცდას ჩააბარებენ, გამსვლელი კრედიტის მოსაპოვებლად ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგებს დამატებითი აქტივობების შესრულება მოუწევთ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ახალი სქემა პედაგოგების ნაწილს უკვე გააცნო. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საგამოცდო სისტემა გამარტივებული არაა, მაგრამ ის სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანს გახდის. ამ ინიციატივაზე მთავრობის უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.

სიახლეს მასწავლებელთა რიგებში სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთი პედაგოგი ცვლილებას მიესალმება, მასწავლებელთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს სქემა პედაგოგების რეპუტაციისთვის დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

ასევე კრიტიკით შეხვდა განათლების სფეროში მოსალოდნელ ცვლილებას არასამთავრობო სექტორი. სპეციალისტების განცხადებით, სამინისტროსთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანი არ არის. შალვა ტაბატაძის განცხადებით ახალი სქემის მიხედვით სამსახურს ინარჩუნებს დაბალკვალიფიციური მასწავლებელი და სისტემაში ახალი კადრების შემოდინება შეწყვეტილია. მისი აზრით, ახალი სქემა ბიუროკრატიულ პროცედურებს ზრდის. 

პედაგოგების გამოცდების ჩაბარების სისტემაში ცვლილება 2013 წელს შევიდა. მასწავლებლებს უნარების გამოცდა მაშინდელი მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის ბრანძებით გაუქმდა.

ავტორი:სალომე ბოკუჩავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები