06 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
დარღვევები ლანჩხუთის კულტურის ცენტრში - საქმით პროკურატურა დაინტერესდა 

ლანჩხუთის კულტურის ცენტრი პროკურატურის ყურადღების ცენტრში მოექცა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი აუდიტის სამსახურმა უწყებაში რამდენიმე სახის სერიოზული დარღვევა აღმოაჩინა. საქმე ცენტრიდან 2014-15 წლებში გაფლანგულ თანხას ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომელი საბიუჯეტო თანხას პირად ანგარიშზე სისტემატიურად რიცხავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თანხის რაოდენობამ სულ 15 ათასი ლარი შეადგინა. გამოძიება საქმეზე აუდიტის სამსახურის დასკვნის დადების შემდეგ დაიწყო.

კულტურის ცენტრში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატსაც ჰქონდა. თუმცა, ელგუჯა ჩხეიძის ინფორმაციით, არაერთი შენიშვნის მიუხედავად, კულტურის ცენტრის ადმინისტრაციამ შესაბამისი კომისიის შენიშვნები არ გაითვალისწინა. რის შემდეგაც, ცენტრში აუდიტის სამსახური საკრებულოს სპორტისა და კულტურის კომისიას რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საფინანსო განყოფილების თანამშრომელი კულტურის ცენტრიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს რაც საქმეზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო. არ არის გამორიცხული გამოძიების მიმდინაროების დროს თანხების გაფლანგვაში სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობაც გამოიკვეთოს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები