06 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
5 მილიონნახევარი Aerosmith-ის კონცერტისთვის - თანხა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტმა გამოყო

5 მილიონნახევარი Aerosmith-ის კონცერტში - ამერიკული როკ-ჯგუფი საქართველოს 20 მაისს ეწვევა და კონცერტს გურიაში, ახლადაშენებულ Black Sea Arena-ზე გამართავს. 

სამთვიანი ტურნე მაისში დაიწყება და მუსიკოსები ევროპის 17 ქალაქს ეწვევიან. სავარაუდოდ Aerosmith-ის ევროპული ტური გამოსამშვიდობებელი იქნება. ქვეყნების სიაში საქართველო მეორე ადგილზე, ისრაელის შემდეგაა მითითებული.

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ კონცერტი საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ამერიკული როკ-ჯგუფის ჩამოსაყვანად საჭირო თანხას სახელმწიფო კომპანია Black Sea Arena georgia, ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან მიიღებს და გამარტივებული შესყიდვით Aerosmith-ის პროვაიდერ კომპანიას international talent booking-საც გადაუხდის და ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად საჭირო დანარჩენ ქვეკონტრაქტორებსაც.

Aerosmith-ის ჩამოსაყვანად საბიუჯეტო სახსრების გამოყენება, თანხის მოცულობა და დაფინანსების მოდელი, ქართული შოუ-ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელმა გააკრიტიკა.

Check in Georgia-ს პროექტებს შარშან კულტურის სამინისტრო ხელმძღვანელობდა. მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიიჩნევს, რომ ეს წარმატებული პროექტი იყო.

ავტორი: ლაშა კვესელაძე. 

დღის ამბები