ბაგებში ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მანსარდას ცეცხლი გაუჩნდა. ფაქტი რუსთავი 2-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.
ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა და 1 სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა იყოს. ცეცხლი მანსარდას 20:30 საათზე გაუჩნდა და 250 კვადრატულ მეტრს მოედო, იყო ასევე ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა სახაძრო სამსახურმა მისი ლიკვიდირება დროულად მოასწრო.
ხანძრის გაჩენის დროს ადგილზე მოსახლეობა იმყოფებოდა, თუმცა დაშავებული არავინაა.
იხილეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან: