06 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
უბედური შემთხვევა ურეკში - მატარებელმა შუახნის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

ურეკში, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა. მომხდარი შსს-მ რუსთავი 2-ს დაუდასტურა. მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა ურეკი-სუფსას სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა. მამაკაცი ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდადან იყო. 

ამ დროისთვის კი, ელმავლის მემანქანეს სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმებას უტარებენ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

დღის ამბები