ურეკში, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა ურეკი-სუფსის სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდადან იყო. ]
გამოძიება რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.