06 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ინტენსიური თოვისა და ლიპყინული გამო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.

ანალოგიური ვითარებაა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ნაქერალას უღელტეხილზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

დღის ამბები