ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ შიმშილობა დაიწყეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები იმ დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ საქმის მთავარი მოწმე 7 სპეცრაზმელი ჩვენებების მიცემის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ საკანში ისხდნრენ და ჩვენებები შეათანხმეს.
ფირცხალავა და ცააძე ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.