საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები არასამთავრობოებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, ფსიქიატრიული სერვისების დახურვას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებისთვის ჯანდაცვის სამინიტროს განცხადება, ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში განთავსებული მწვავე განყოფილებების საქმიანობის შეჩერების შესახებ მიუღებელია.
„გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, როგორ უნდა მოგვარდეს ეს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აუცილებლად პარლამენტში გავიტანთ ამ საკითხს,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
რესპუბლიკური პარტიის წევრი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ დაფინანსების ცვლილების გამო რამდენიმე კლინიკამ დახურა ზოგიერთი განყოფილება.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად და სამკურნალოდ ქვეყანაში საწოლების რაოდენობა საკმარისია.
„ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს ამცირებს და უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე,“ - აცხადებს სოფო ჭუმბურიძე.