06 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა

საკრებულოს საბავშვო ბაღების სააგეტომ 2016 წლის ანგარიში წარადგინა. სააგენტოს ხელმძღვანელმა განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გასულ წელს 1600 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, 166 ბაღში 60 ათასამდე ბავშვი დარეგისტრირდა, გარემონტდა ძველი შენობები და აშენდა ახალი სკოლამდელი ასაკის დაწესებულება.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას განცხადებით, მნიშვნელოვან ყურადღებას ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების საკითხს მიაქცევენ.

„მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებული ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების თემაზე. ეს შტატი წლების განმავლობაში გაუქმებული იყო ბევრ საბავშვო ბაღში და ჩვენ ეს შტატები ისევ დავუშვით და დღეს თბილისის უმრავლეს საბავშვო ბაღს ჰყავს ფსიქოლოგი და ლოგოპედი, ამავდროულად, საუბარი გვექნება 2017 წლის გეგმებზე,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.

დღის ამბები