01 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ბოლო ნახევარფინალი "ნიჭიერში" - დღეს გაირკვევა დარჩენილი 2 ფინალისტის ვინაობა

დღეს ბოლო ნახევარფინალი გაიმართება ნიჭიერის გულშემატკივრისთვის. ამ საღამოს გაირკვევა იმ 9 კონკურსანტის ვინაობა, ვინც ფინალურ ტურში კიდევ ერთხელ წარსდგება მაყურებლის წინაშე.

6 ფინალისტი ცნობილია და დღეს დარჩენილი ფინალისტების ვინაობა გახდება ცნობილი, რომლებიც ნიჭიერის სტატუსის მოპოვებას შეეცდება. ნახევარფინალისტები განსხვავებულ ნომრებს შესთავაზებენ მაყურებელს და კიდევ ერთხელ შეეცდებიან რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ უკეთესად.

„ამ სეზონის დიდ ფინალამდე დარჩა დღევანდელი ერთი ნახევარფინალი. 6 ფინალისტი ჩვენ უკვე ვიცით და დღეს გამოვლინდება საბოლოო ორი, რომელიც უკვე ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრება,“ - აცხადებს  რუსთავი 2-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორი გიორგი ხაბურზანია.

ავტორი: სალომე ბენაშვილი.

დღის ამბები