გადავარჩინოთ გია ცერცვაძის სიცოცხლე! ამ მოწოდებით დღეს საპროტესტო აქციას გამართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ნაციონალური მოძრობა.
მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით დადასტურდა საზოგადოების ეჭვი, რომ მთავრობამ შეგნებულად არ გააფრთხილა ქართველი ჯარისკაცი დაკავებისა და რუსეთისთვის გადაცემის საფრთხის შესახებ.
ცერცვაძის გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ინიციატივით, საპროტესტო აქციები გუშინაც გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციასთან და უკრაინის საელჩოსთან.