სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების პაკეტს გააცნობს დღეს საზოგადოებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ზაზა ხატიაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ადვოკატის უსაფრთხოებას, რათა მან შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა შიშისა და ზეწოლის გარეშე.
ადვოკატთა ასოციაციაში ასევე ფიქრობენ, რომ ქვეყნის მთავარ კანონში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომ ადვოკატთა ასოციაცია დამოუკიდებელი თვთიმმართველი ერთეულია.
„კონსტიტუციაში ხომ უნდა ჩაიწეროს, რომ ადვოკატთა ინსტიტუტი არსებობს. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმის ჩაწერას, რაც არსებობს,“ - აღნიშნავს ზაზა ხატიაშვილი.