06 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
"IDFI" საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე კვლევას წარადგენს

საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მომზადებულ კვლევას წარადგენს დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. IDFI-ში განმარტავენ, რომ სასამართლოები ხშირად უარს ამბობენ გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის საფუძველზე.

მათი აზრით, საჭიროა დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა და ცვლილებები შევიდეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით რეკომედნაციებზეც არის საუბარი.

დღის ამბები