შუახნის მამაკაცი დაიღუპა რკინიგზაზე - დიდუბე ავჭალის გადასასვლელთან. შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. მამაკაცს ბათუმისკენ მიმავალი, ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა.
მომხდარს სამართალდამცველები იკვლევენ. სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლის მესამე ნაწილით არის აღძრული, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.