ქართველი სამხედროს მხარდასაჭერ აქციას ნაციონალური მოძრაობა ბათუმშიც გამართავს. პარტიის წევრები საღამოს ბათუმის იუსტიციის სახლთან შეიკრიბებიან.
ისინი ყველას მოუწოდებენ გამოხატონ პროტესტი და შეუერთდნენ აქციას.
„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არა თუ იცავს, არამედ წირავს იმ გმირებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის ყველაზე მეტს აკეთებენ, სიცოცხლეს დებენ სასწორზე და ტყვიას უდგებიან წინ. საზოგადოების გამოფხიზლება ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ის გმირები, რომლებმაც ყველაზე მეტი გაიღეს ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა ენმ-ის ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ.