06 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
"კარგია მოსამართლის უვადოდ დანიშვნა, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს დამოუკიდებელმა იუსტიციის საბჭომ“ - ზაზა ხატიაშვილი

საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების პრეზენტაცია გამართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ. ასოციაცია მოითხოვს კონსტიტუციის ტექსტში დაფიქსირდეს ტერმინი ადვოკატი და ადვოკატთა გაერთიანების დამოუკიდებლობის, ერთიანობის და თვიმმართველი ორგანიზაციის კონსტიტუციური გარანტია.

მათივე თქმით, ქვემდგომ სასამართლოებში უნდა გაუქმდეს ინდივიდუალური მოსამართლეების 3 წლიანი ვადა. 

„სანამ საქართველოში ხდება სასამართლო სისტემის მურუსიზაცია, სანამ ლევან მურუსიძე და ის იუსტიციის საბჭო გვყავს, რომლებიც ყოველგვარი შეფასების გარეშე ნიშნავენ მოსამართლეებს, არ მოხდება მათი საქმეების შეფასება და არ წავლენ სასამართლო სისტემიდან, იქამდე მე მეჩვენება, რომ სასამართლო სისტემასთან მიმართებაში უვადო დანიშვნები საერთოდ არ უნდა იქნას გამოყენებული. ძალიან კარგია მოსამართლის უვადოდ დანიშვნა, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს დამოუკიდებელმა იუსტიციის საბჭომ,“ - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.

დღის ამბები