მეორე დღეა ზუგდიდში მონადირეების კავშირთა წევრები აქციას მართავენ. მათი ინფორმაციით, არ ეძლევათ ნადირობის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზია აქვთ.
მესამე წელია მონადირეები ხელისუფლებასთან ვერ თანხმდებიან. მონადირეების თქმით, თუ დროულად არ შესრულდება მათი მოთხოვნები, ისინი უკიდურეს ფორმებს მიმართავენ.